понедельник, 15 апреля 2019 г.

testebi

ტესტ ი  ბუნებისმეტყველებაში    
V  კლასი

სახელი---
გვარი-----

1.ესენი   ჰორიზონტის  მხარეებია.  გაიხსენე  რას  ნიშნავს?
ჩ--                                              ს--- 
ა--                                              დ--

2. თუ  თქვენ   მიდიხართ  სამხრეთ-აღმოსავლეთით  უკან   დაბრუნდები:
ა.   ჩრდილო-აღმოსავლეთით,             ბ.ჩრდილო--დასავლეთით,
გ. სამხრეთ-აღმოსავლეთით,                დ.სამხრეთ-დასავლეთით.

3.  საშუადღეო  შრდილი  ყოველთვის   მიმართულია:
ა.  სამხრეთით,                             ბ. აღმოსავლეთით,
გ.ჩრდილოეთით,                        დ. დასავლეთით.

4.ხელსაწყო   რომელსაც  იყენებენ  ჰორიზონტის  მხარეების  დასადგენად:
ა.  თერმომეტრი,                               ბ.სპიდომეტრი,
გ.მანომეტრი,                                     დ.  კომპასი.


5.კომპასი  გამოიგონეს:
ა.  იაპონიაში ,                                ბ.  ჩინეთში,
გ. რუსეთში,                                    დ. აფრიკაში.

6.  რომელია  ორიენტირების  ყველაზე  სანდო  ხერხი .  პასუხი  დაასაბუთე   რატომ?




7. რუკის   წასაკითხად   იყენებენ:
ა.  ანბანს,                ბ.   მასშტაბს,              გ.რუკის  ლეგენდას,          დ.  აეროსურათს.
8.   ფიზიკურ   რუკაზე  დატანილია:
ა.მთები,         ვაკეები,      მდინარეები,     ტბები.
ბ.მეურნეობა,ადამიანის  საქმიანობა,
გ. ქვეყნები  თავისი  დედაქალაქებით,
9. კავკასიის  რომელ  ნაწილში  მდებარეობს    საქართველო?
ა. ამიერკავკასია,                        ბ.   იმიერკავკასია,
გ. ჩრდილოკავკასია,                 დ. სამხრეთკავკასია.
10. რუკის  მიხედვით   ჩამოთვალეთ  საქართველოს   მეზობელი   ქვეყნები  და  მათი  დედაქალაქები:





პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

четверг, 11 декабря 2014 г.

                ღია     გაკვეთილის   გეგმა--კონსპექტი

                        ბიოლოგიაში
                      
                      X      კლასი

მასწავლებელი:   ლელა  ინასარიძე

                                            2014—2015  სასწ.  წელი










გაკვეთილის  თემა:   ფოთლის  აგებულება.   მცენარის  სუნთქვა
                                      და  ფოტოსინთეზი
შედეგი:         მოსწავლეს  შეუძლია  იმსჯელოს  ფოტოსინთეზზე 
                         როგორც  მცენარეული  ბიომასის  წარმომქმნელ  
                        საკვანძო   პროცესზე
ინდიკატორი:  იკვლევს  მზა  მონაცემების  ანალიზის     საფუძველზე    გარემო  ფაქტორების  გავლენას ფოტოსინთეზის
პროცესზე.
მიზანი:   მოსწავლე  შეისწავლის  ფოთლის   უჯრედულ   აგებულებას    და  მის   მნიშვნელობას    ფოტოსინთეზის   პროცესში.    განასხვავებს   ფოტოსინთეზის   და   სუნთქვის   პროცესებს.
              მოსწავლეს  განუვითარდება   წარმოსახვის,    აღწერის,  შედარების,   კომუნიკაციის,    თანამშრომლობის,  ანაკიზის    უნარ-ჩვევა.
რესურსი:    დაფა,  ცარცი,   ძირითადი  და   დამხმარე   სახელმძღვანელო,   ტაბულა,   მიკროსკოპი,  ფოთლები
ორგანიზება:   ინდივიდუალური,   ჯგუფური
აქტივობა:  I.  საშინაო  დავალების   შემოწმება--
                     II.   წინარე  ცოდნის  გახსენება---
                     III.  ახალი  მასალის  წარდგენა----
                   IV. მიკროსკოპში       ფოთლის         უჯრედების      
                              დათვალიერება--
                   V.   სავარჯიშოზე  მუშაობა  ჯგუფურად----
                  VI.   პრეზენტაცია----
                    VII.  თვით  შეფასება-----
                     VIII.  საშინაო  დავალება---
                     IX.   შეფასება-----

გაკვეთილის  მსვლელობა:
კლასის  ორგანიზების  შემდეგ   შევამოწმებ   საშინაო  დავალებას  შემდეგი   კითხვებით:
1.     რა  მნიშვნელობა  აქვს  ფოტოსინთეზს  ჩვენს  პლანეტაზე
2.    როგორ  მიმდინარეობს ფოტოსინთეზის სინათლის  ფაზა
3.    როგორ    მიმდინარეობს  ფოტოსინთეზის სიბნელის  ფაზა
წინარე  ცოდნის  გახსენებისთვის   დავსვამ  შემდეგ  კითხვებს:
1.     ფოტოსინთეზი   რომელ  ცოცხალ  ორგანიზში  მიმდინარეობს?
2.    მცენარე   რას  შთანთქავს  და  რას  გამოყოფს       ფოტოსინთეზის  პროცესში?
3.    მცენარე  რას   შთანთქავს  და  რას  გამოყოფს   სუნთქვის  დროს?
4.    როდის  სუნთქავს  მცენარე   დღის  რომელ  მონაკვეთში?
5.    როდის  მიმდინარეობს  ფოტოსინთეზი?

ახალი  მასალის  წარდგენა ---მინი  ლექცია

ფოტოსინთეზის პროცესი და გლუკოზის გარდაქმა სხვა სახის ორგანულ ნივთიერებებად,ძირითადად,ფოთოლში მიმდინარეობს,მიუხედავად იმისა,რომ ქლოროფილს,ფესვის გარდა,მცენარის თითქმის ყველა ორგანო შეიცავს.ამის გამო ფოთოლს მცენარის სამზარეულოც შეარქვეს.ფოთოლი არაჩვეულებრივად არის შეგუებული მის ამ მეტად მნიშვნელოვან ფუნქციასთან-აქ დამზადებული საკვები ხომ არა მხოლიდ მცენარეებმა,არამედ მთელმა დანარჩენმა ცოცხალმა სამყარომ უნდა მოიხმაროს.
ფოთლის ფირფიტას დიდი ზედაპირი აქვს და თხელია,რათა სინათელემ ადვილად განჭოლოს.ფოთლის ზედა და ქვედა ზედაპირი დაფარულია წვრილი,სქელ კედლიანი,ერთმანთთან მჭიდროდ მიჯრილი უჯრედების ერთი შრით-ეპიდერმისით.ეს უჯრედები გამოყობს ცვილს,რომელიც იცავს ფოთოლს მიკრობების შეჭრისგან.ცვილი უფერულია და სინათლეს ადვილად ატარებს.ფოთლის ეპიდერმისის უჯრედებიც უფერულია.ისინი ქლოროპლასტებს არ შეიცავს.სინათლე,მათი გავლით ადვილად აღწევს ფოტოსინთეზის მთავარ ადგილამდე, ე.წ. მესრისებურ უჯრედებამდე.ეს თხელკედლიანი,ცილინდრული უჯრედები ეპიდერმისის პერპენდიკულარულად,მართლაც მესერივით არის განლაგებული.ისინი,მის ქვეშ მდებარე ღრუბელივით გაფანტულ უჯრედებთან შედარებით,დიდი რაოდენობით ქლოროპლასტს შეიცავენ.ძარღვების საშვალებით ფოტოსინთეზისთვის საჭირო წყალი და მინერალური ნივთიერებები მიეწოდება და ფოთოლში დამზადებული ორგანული ნივთიერებები სხვა ორგანოებში გადანაწილდება.მცენარეთა უმრავლესობის ქვედა ეპიდერმისში უხვადაა გაფანტული უამრავი უწვრილესი ხვრელი,რომელსაც ბაგის ხვრელს უწოდებენ.ბაგის ხვრელი ეპიდერმისის ორი სახეცვილი უჯრედითაა შემოსაზღვრული,რომლებსაც ხვრელის გახსნა  და დახურვა შეუძლია.ხვრელის გავლით ფოთოლში გარემოდან ჰაერი შედის და მესრისებურ და ღრუბლისებურ უჯრედებს ფოტოსინთეზისთვის საჭირო ნახშიროჟანგი მიეწოდება.
ასეთი აგებულების ფოთოლი კარგად არის შეგუებული სუნთქვის პროცესთანაც.ასევე,როგორც ყოველი ცოცხალი არსება,მცენარეც სუნთქავს.ბაგის ხვრელის გავლით ფოთოლში სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადი აღწევს და წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშიროჟანგი ტოვებს მცენარის ორგანიზმს.ასე რომ,მცენარეში ერთდროულად ორი,ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროცესი-სუნთქვა და ფოტოსინთეზი მიმდინარეობს.მცენარე სუნთქავს დღისითაც და ღამითაც,ფოტოსინთეზს კი მხოლოდ დღისით აწარმოებს.დღისით,სინათლეზე ფოტოსინთეზის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და მცენარის სუნთქვისას შთანათქმული ჟანგბადი ბევრად ნაკლებია მის მიერ ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილთან შედარებით,ამიტომ ჰაერი ჟანგბადით მდიდრდება.სიბნელეში ფოტოსინთეზის პროცესი წყდება,ამიტომ მცენარეები ღამით სუნთქვისას ისევე აღარიბებენ ჰაერს ჟანგბადით,როგორც ადამიანები.

შემდეგ მიკროსკოპში დავათვალიერებინებ ფოთლის უჯრედულ აგებულებას.

სავარჯიშოზე მუშაობა ჯგუფურად: შეადარეთ ერთმანეთს სუნთქვისა და ფოტოსინთეზის პროცესი და გადაიტანეთ ცხრილში და წარმოადგინეთ პრეზენტაცია.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას,რომ სუნთქვა და ფოტოსინთეზი საწინააღმდეგო პროცესებია.
თვითშეფასება-ვიცოდი,რა გავიგე,რა მინდა ვიცოდე. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს წერილობით.

საშინაო დავალება: ფოტოსინთეზისა და სუნთქვის შედარება და სავარჯიშოები გვერდი 91

შეფასება:  შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას 


вторник, 23 сентября 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე  დღეს  ტრენინგზე  გავეცანით  ვიდეო  გაკვეთილებს,      განვიხილეთ
როგორ  ხდება  ინფორმაციის  შესწორება  დრაივზე,   ვისაუბრეთ     მასწავლებელთა

კონფერენციაზე..  მოვახდინეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაცია.


ტრენინგი  იყო  ძალიან საინტერესო  და  დატვირთული.  ტრენერმა  მაქსიმალურად

დაიხარჯა--------დიდი  მადლობა  გიორგის.

მაგრამ  ეს  ყველაფერი  საჭიროებს  კომპიუტერთან  ხშირ  კონტაქტს,  რისი  საშუალე-

ბები  არ  არის.  ძალიან  კარგი  იქნება თუ  გაითვალისწინებს  შესაბამისი  სტრუქტურები.
წინასწარ  დიდი  მადლობა.

воскресенье, 21 сентября 2014 г.

пятница, 19 сентября 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის  მეშვიდე  დღეს  გავეცანით:


1.შეფასების  სხვადასხვა ფორმების  განხილვა  და  მათზე  მუშაობა;

2.პროექტის  გეგმის  შეფასების  დასრულება.

სამუშაო  ძალიან  საინტერესოა  მაგრამ  საჭიროებს  კომპიუტერთან  ხშირ  კონტაქტს  

რისი  საშუალება ყველა  მასწავლებელს  არ  აქვს.  გთხოვთ  გაითვალისწინოთ  და  გამოიჩინოთ  გულისხმიერება. წინასწარ  დიდი  მადლობა.